Internet Banking

მეანაბრე
– იურიდიული პირი ან ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი.



ანაბრის ვალუტა, თანხა და ვადა
– ლარი, აშშ დოლარი, ევრო;
– პირველადი მინიმალური შენატანი: 20 ერთეული;
– დამატებითი შენატანი: 20 ერთეული;
– მეანაბრე ვალდებულია ყოველთვიურად შემოიტანოს დადგენილი თანხა. გრაფიკის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.
– ანაბრის ვადა_3-24თვემდე;

ანაბარზე სარგებლის დარიცხვა

– ანაბარს ერიცხება მზარდი სარგებელი, რომელიც თანხის მატების  პირდაპირპროპორციულად იზრდება. რაც მეტია თქვენი ანაბრის ვადა და განთავსებული თანხა, მით მეტია საპროცენტო სარგებელი ზრდად ანაბარზე.
– ანაბარზე თანხის რეალიზაცია ხდება ვადის ბოლოს;

ანაბარზე თანხის შეტანა
 
– ანაბარზე დაშვებულია ოპერაციები როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;
– ანაბრის დახურვის პერიოდისთვის, ბოლო თვეში შეტანილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ანაბრის გახსნიდან პირველ ორ თვეში ანგარიშზე განთავსებული თანხის ოდენობას.

 საპროცენტო გნაკვეთი

 ვადა      თანხა(GEL)
 თვეები  0-1000  1000.01-3000  3000.01-5000 5000.01-10000   >10000
 3  9.00%  9.25%  9.50%  9.75%  10.00%
 6  10.00%  10.25%  10.50%  10.75%  11.00%
 9  11.00%  11.25%  11.50%  11.75%  12.00%
 12  13.50%  13.75%  14.00%   14.25%  14.50%
 18  14.50%  14.75%  15.00%  15.25% 15.50%
 24  15.50%  15.75%  16.00%  16.25%  16.50%
 ვადა      თანხა (USD, EUR)
 თვეები  0-500  500.01-1500  1500.01-2500  2500.01-5000  >5000
 3 5.50% 5.75% 6.00% 6.25% 6.50%
 6 6.50% 6.75% 7.00% 7.25% 7.50%
 9  7.50% 7.75% 8.00%  8.25%  8.50% 
 12 8.50%  8.75%  9.00%  9.25%  9.50% 
 18 8.50%  8.75%  9.00%  9.25%  9.50% 
 24  8.50%  8.75% 9.00%  9.25%  9.50% 

 ხელშეკრულების დარღვევა
– ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ანაბარზე დასარიცხი წლიური სარგებლის გადაანგარიშება მოხდება იმ მომენტისათვის ბანკში მოქმედი მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად:


ზრდადი ანაბრის ვადის დასრულება:
– ანაბარი დასრულებულად ითვლება ხელშეკრულებაში მითითებული ვადის ამოწურვისას;
– ანაბრის ვადის გასვლისას მეანაბრის ბანკში გამოცხადების გარეშე ზრდადი ანაბრის ანგარიშზე არსებული თანხის გადატანა ხდება ავტომატურად  მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე;

ტარიფები და საკომისიოები
– ზრდადი ანაბრის ანგარიშის გახსნა _ უფასო;
– თანხის განთავსება ანაბარზე და მისი შემდგომი გატანა _ უფასო;
– ზრდად ანაბარზე დარიცხული სარგებლის  გატანა _ საკომისიოს გარეშე;
– მეანაბრის მიერ ჩატარებულ სხვა ოპერაციებზე ვრცელდება ბანკის სტანდარტული ტარიფები.


ზრდადი ანაბრის უზრუნველყოფით მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის წლიურ სარგებელს დამატებული 4%;