Internet Banking



მეანაბრე

საბავშვო ანაბარი იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის მიერ და ბავშვის სრულწლოვანებამდე მათ აქვთ ანაბრის განკარგვის უფლება. სრულწლოვანების მიღწევისთანავე ეს უფლება გადადის ბავშვზე;


ანაბრის ვალუტა, თანხა და ვადა

– ლარი, აშშ დოლარი, ევრო;
– პირველადი მინიმალური შენატანი: 20ერთეული;
– დამატებითი შენატანი: 20ერთეული;
– თანხის დამატების პერიოდულობა შეზღუდული არ არის; (სტანდარტული პროცენტი ერიცხება ანაბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანაბრის გახსნიდან თითოეული სრული წლის განმავლობაში ანაბარზე თანხის დამატება არის ყოველთვიური. წინააღმდეგ შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება 0,5%-ით ნაკლები სარგებელი).
– ანაბრის მინიმალური ვადაა 2 წელი, მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ბავშვის სრულწლოვანებამდე;

სარგებლის რეალიზაცია

– ანაბარზე პროცენტის  დარიცხვა ხდება წელიწადში ერთხელ, ანაბრის  გახსნის ყოველ კალენდარულ რიცხვში.

ანაბარზე თანხის შეტანა

– ანაბარზე დაშვებულია ოპერაციები როგორც ნაღდი ისე  უნაღდო ანგარიშსწორებით;


საპროცენტო განაკვეთი

ლარი აშშ დოლარი ევრო
16% 11% 10,5%

ხელშეკრულების დარღვევა-ანაბრის ვადამდე გატანის შემთხვევაში  ანაბარზე უკვე ჩარიცხულ სარგებელი არ იკარგება;

ბანკი ვალდებულია კლიენტის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შესახებ განცხადების მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადისა დააკმაყოფილოს კლიენტი მოთხოვნილი თანხით. 

საბავშვო ანაბრის ვადის დასრულება:
ანაბარი დასრულებულად ითვლება ხელშეკრულებაში მითითებული ვადის ამოწურვისას;
ანაბრის ვადის გასვლისას მეანაბრის ბანკში გამოცხადების გარეშე საბავშვო ანაბრის ანგარიშზე არსებული თანხის გადატანა ხდება ავტომატურად  მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე;

ტარიფები და საკომისიოები
საბავშვო ანაბრის ანგარიშის გახსნა და მომსახურება _ უფასო;

საბავშვო ანაბრის უზრუნველყოფით მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის წლიურ სარგებელს დამატებული 4%;

საბავშვო  ანაბრის გახსნისას აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ფიზიკური პირი:

საბავშვო ანაბრის გასახსნელად აუცილებელია ბავშვის მშობლის ან სხვა კანონიერი განმკარგველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ბავშვის დაბადების მოწმობა;