Internet Banking

მმართველი გუნდი

კოტე სულამანიძე

გენერალური დირექტორი

 

ბატონ კონსტანტინე სულამანიძეს აქვს საბანკო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება, რომელიც მან მიიღო  საქართველოს სხვადასხვა ბანკებში წამყვან პოზიციებზე ყოფნის პერიოდში. გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე მას დაკავებული  ჰქონდა ოპერაციული დირექტორის თანამდებობა და იყო  ერთ–ერთი  წევრი  იმ პირველი სამუშაო გუნდისა,რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა პროგრეს ბანკის ჩამოყალიბებისა და გახსნის პროცესში.ასევე  მან გაატარა  3 წელი ბანკ რესპუბლიკა –ჯგუფ სოსიეტე ჟენერალში, სადაც თავდაპირველად მუშაობდა საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, შემდგომ გახდა დაკრედიტების დირექტორის მოადგილე, დაკრედიტების დირექტორი ,კორპორატიული  საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სტრატეგიული პროექტების მენეჯერი. ამავე დროს მან გაატარა 3 წელი გაერთიანებულ ქართულ ბანკში, სადაც იგი მუშაობდა  სერვის –ცენტრის მმართველისა და სხვადასხვა საკრედიტო განყოფილებების ხელმძღვანელის პოზიციებზე.

ბატონი კონსტანტინე სულამანიძე ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საბანკო საქმის სპეციალობით და ამჟამად სწავლას განაგრძობს ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე.

 

დაწვრილებით →
აკაკი კორძაძე

ოპერაციული დირექტორი

აკაკი კორძაძეს აქვს საბანკო სექტორში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება . იგი იყო ერთ–ერთი  წევრი  იმ პირველი სამუშაო გუნდისა,რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა პროგრეს ბანკის ჩამოყალიბებისა და გახსნის პროცესში. იგი ასევე ხელმძღვანელობდა აღრიცხვის, ფინანსური ანალიზისა და დაგეგმვის  დეპარტამენტს სს ბაზისბანკში,  ხოლო  თავდაპირველად ამავე ბანკში მას დაკავებული ჰქონდა სხვადასხვა წამყვანი პოზიციები. 

 

ბატონი აკაკი კორძაძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფინანსისტის სპეციალობით.

დაწვრილებით →
ილია კეჭაყმაძე

რისკების მართვის დირექტორი

ილია კეჭაყმაძეს საბანკო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი საბანკო სფეროში მოღვაწეობა იწყება, როდესაც ის „ბინსოცბანკის“ მმართველი გახლდათ. ხოლო წლების მანძილზე კი „თბილბიზნესბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ედგა სათავეში. 2000 წლიდან 2007 წლამდე ის გახლდათ ქართულ–ფრანგული კომპანია „ტაროინვესტის“ ფინანსური დირექტორი.


2007 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა სს „პროგრეს ბანკის“ დაფუძნებასა და გახსნაში. იმავე წლიდან დღემდე ის გახლავთ სს „პროგრეს ბანკის“ მმართველი გუნდის წევრი, რისკების მართვის დირექტორი, ხოლო 2009 წლიდან კი სს „პროგრეს–ბანკის“ სამეთვალყურეოს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
 

ილია კეჭაყმაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი, პროფესიით ეკონომისტი გახლავთ.
 

დაწვრილებით →
ლევან სბიტნევი

კომერციული დირექტორი

ბატონ ლევან სბიტნევს, აქვს საბანკო სექტორში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება, რომელიც მან დააგროვა  2004 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ბანკში წამყვან პოზიციებზე მუშაობის პერიოდში. “პროგრეს ბანკის” კომერციული დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე ის ხელმძღვანელობდა  “ბანკი რესპუბლიკის” კორპორატიული დეპარტამენტის ერთ–ერთი სექტორს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში  გახლდათ ამავე ბანკის  ფილიალის მმართველი. ლევანმა 3 წელი წარმატებულად იმუშავა “ბანკ რესპუბლიკაში“ ისეთ მნიშვლელოვან პოზიციებზე,  როგორებიცაა: უფროსი კორპორატიული ბანკირი, საშუალო და მცირე ზომის ბიზნესის დაკრედიტების ოფიცერი. მან მოღვაწეობა, “პროკრედიტბანკში”,  საბურთალოს ფილიალის საკრედიტო განყოფილებაში დაიწყო.


ბატონ ლევან სბიტნევს, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, სადაც მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. ის აგრეთვე ფლობს, “ESM”-ს ბიზნეს სკოლის, (თავისუფალი უნივერსიტეტი) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.
 

დაწვრილებით →
დავით კუპრაშვილი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ბატონი დავით კუპრაშვილი არის სერტიფიცირებული IT ექსპერტი ცხრა წლიანი გამოცდილებით    საბანკო ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.   პროგრეს ბანკის სამუშაო გუნდში გაერთიანებამდე, იგი მუშაობდა სტრატეგიული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე ბანკ რესპულიკა–ჯგუფ სოსიეტე ჟენერალში,სადაც იგი ორიენტირებული იყო IT პროექტებზე. მანამდე ხელმძღვანელობდა  IT დეპარტამენტს ამავე ბანკში . იგი ასევე მართავდა  IT დეპარტამენტს ბაზისბანკში,ხოლო  თავისი კარიერის საწყის პერიოდში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტში პროგრამისტ–ანალიტიკოსად.

 

ბატონ დავით კუპრაშვილს ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს –ინფორმაციის დამუშავებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების ინჟინერ– სისტემატექნიკოსის სპეციალობით და აგრეთვე არის ITIL–ის მიერ სერტიფიცირებული IT ექსპერტი.

დაწვრილებით →
ალექსანდრე მაკარაშვილი

ხაზინის დეპარტამენტის უფროსი

ალექსანდრე მაკარაშვილს აქვს საბანკო სექტორში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. იგი მუშაობდა ტაოპრივატბანკში ხაზინის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ამავე დროს მან გაატარა 6  წელი ინტელექტბანკში და შემდგომ საქართველოს ბანკში გააგრძელა მუშაობა .ამ პერიოდის განმავლობაში მას დაკავებული ჰქონდა  საკორესპონდენტო ანგარიშების მენეჯერის, ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების უფროსის,ხაზინის დეპარტამენტის უფროსის,ფილიალის მმართველისა და საქართველოს ბანკის სერვის–ცენტრის მმართველის პოზიციები.

 

ბატონი ალექსანდრე მაკარაშვილი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომისტის სპეციალობით.

დაწვრილებით →
ნუგზარ დვალი

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ბატონი ნუგზარ დვალი არის იურისტი 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ამ სფეროში.   პროგრეს ბანკის გუნდში გაერთიანებამდე იგი მუშაობდა იურისტად და შემდგომ უფროს იურისტად საქართველოს ეროვნულ ბანკში 5 წლის განმავლობაში. ამავე დროს მან  5  წელი გაატარა სახელმწიფო ენერგეტიკის სექტორში. ამ პერიოდში   მას დაკავებული ჰქონდა იურისტის პოზიცია საქენერგოში, ასევე იგი მუშაობდა კონტრაქტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად ელექტროდისპეჩერიზაცია 2000–ში და კონტრაქტების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

 

ბატონი ნუგზარ დვალი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის დიპლომს საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

დაწვრილებით →
ზვიად იმედიძე

მთავარი ბუღალტერი

ბატონ ზვიად იმედიძეს აქვს 11 წლიანი გამოცდილება საბუღალტრო სფეროში. იგი მუშაობდა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე სამშენებლო კომპანია ნიკეში. ამავე დროს მას დაკავებული ჰქონდა მთავარი ბუღალტრის პოზიცია სამშენებლო კომპანია 7Sky –ში.ასევე იგი  8 წლის განმავლობაში  იმყოფებოდა VTB Bank–ში (ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკი) – სადაც თავდაპირველად მუშაობდა არღიცხვა–ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტად და შემდგომში ბუღალტერიის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

ბატონი ზვიად იმედიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს  ეკომომიკური ინფორმატიკისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით.

დაწვრილებით →
ეკატერინე მაჭავარიანი

ცენტრალიზებული ბექ ოფისის დეპარტამენტის უფროსი

ეკატერინე მაჭავარიანი ხელმძღვანელობს პროგრეს ბანკის ცენტრალიზებული ბექ ოფისის დეპარტამენტს. ამ დრომდე იგი მართავდა  პროგრეს ბანკის პირველ სერვისცენტრს.

პროგრეს ბანკის გუნდში გაერთიანებამდე იგი მუშაობდა  სს ბაზისბანკში – ავლაბრის სერვის–ცენტრის (ყოფილი ცენტრალური ფილიალი) ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ასევე მას დაკავებული ჰქონდა  სხვადასხვა პოზიციები ამავე ბანკში 5 წლის განმავლობაში.

 

ეკატერინე მაჭავარიანი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის დიპლომს ინჟინრის სპეციალობით და ასევე აქვს  თბილისის საბანკო–საფინანსო ინსტიტუტის დიპლომი ეკონომისტის სპეციალობით. 

დაწვრილებით →